ჟანგბადის ბალონს ვხსნით ხუფს. “Up” წარწერიანი მხარე თავდაყირა უნდა დავიჭიროთ და ნიღაბი აქტივატორის ღიობში ჩავდოთ. ამის შემდეგ, ნიღაბს პირსა და ცხვირზე ვიფარებთ და აქტივიზატორს 1-2 წამის განმავლობაში ვაჭერთ თითს, გამოსულ ჟანგბადს კი ღრმად ვისუნთქავთ. ბოლოს, აქტივიზატორს ვუშვებთ და ამოვისუნთქებთ.
გამოყენების შემდეგ, ნიღაბი კვლავ ქილას უნდა დავაფაროთ. ამ რამდენიმეწამიანი პროცედურის შედეგად, სასუნთქ გზებში სიგრილე და სიახლის შეგრძნება გვრჩება, ტვინს ჟანგბადი აქტიურად მიეწოდება.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
უკუჩვენება არ გააჩნია .
ჟანგბადის ბალონების გამოყენებას არ აქვს შეზღუდვები.
Oxy-ს ჟანგბადის ბალონი სატარებლად ძალიან მოსახერხებელია . მისი ტარება ხელჩანთითაც შესაძლებელია .
ჟანგბადის ბალონი შეიცავს კონცენტრირებულ სასუნთქ ნარევს, რომელიც 95% ჟანგბადსა და 5% აზოტს შეიცავს. ეს შემადგენლობა ინჰალაციის დროს ჟანგბადის მაქსიმალურად შთანთქვას უზრუნველყოფს.
ჟანგბადით მკურნალობა სასარგებლოა სისხლძარღვების, გულის კუნთის, ტვინისა და კიდურების დაავადებების დროს. ასევე, ჟანგბადოთერაპიას ხშირად იყენებენ ორსულთათვის, დიაბეტით დაავადებულთათვის და კუნთების მოდუნების დროს. ასევე, გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ღვიძლის ქრონიკული ანთებების, ეპილეფსიის, შაკიკის, გაფანტული სკლეროზის, დეპრესიისა და ინფარქტის დროსაც.
ის სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. მისი მომხმარება სასარგებლოა გონებრივი და ფიზიკური სტრესების დროს დასუსტებული ბავშვებისთვის.
ასევე, ჟანგბადის თერაპია ორსულ ქალებს ეხმარება, გაუმკლავდეს ტოქსიკურ მოვლენებს და შეამციროს ნაყოფში ჰიპოქსიის რისკი.
Oxy-ს გამოყენება რეკომენდებულია დახურულ და ჩახუთულ სივრცეში; მძღოლებისთვის; ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით; თავის ტკივილის დროს; სტრესის მოსახსნელად; ავტომობილით გადაადგილებისას უსიამოვნო შეგრძნების დროს, ორგანიზმის საერთო ტონუსის ასამაღლებლად; ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით, ფიზიკური, სექსუალური და გონებრივი აქტივობის დროს; ნაბახუსევზე, როცა ჟანგბადის უკმარისობის პრობლემაა.