აირადი ჟანგბადი

ჟანგბადს ფართო გამოყენება აქვს მედიცინაში კერძოდ პაციენტებისთვის სუნთქვის შესამსუბუქებლად, გულის, თიკრმელების, ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ. ჟანგბადი გამოიყენება ასევე სუნთქვისთვის ისეთ პირობებში მუშაობისას სადაც ჟანგბადის შემცველობა ნაკლებია.


  • 40 ლიტრიანი
  • 10 ლიტრიანი
  • 3 ლიტრიანი
  • 2 ლიტრიანი



ტრანსპორტირების წესი

აირისებრი ჟანგბადი ინახება და გადაიზიდება ფოლადის მინ. 150 ატმ. წნევიან ბალონებში.

ჟანგბადის ბალონს უნდა ჰქონდეს წარწერა „ჟანგბადი“ ან გამოსახული იყოს მისი ქიმიური ფორმულა „02“. ბალონის ზედა, შეუღებავ ნაწილში ყელთან ამოკაწრულია პასპორტი, ბალონის ნომრით, შემოწმების ვადით. ჟანგბადის ბალონს უნდა ჰქონდეს მიკრული იარლიყი.

ბალონის გადაზიდვა შეიძლება მხოლოდ სპეციალური ურიკით, რომელსაც აქვს სპეციალური შუასადები ამონაქრებით, ბალონის გადაბრუნებისა და ერთმანეთთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ბალონი უნდა იყოს მჭიდროდ დამაგრებული ჯაჭვით ან ცალუღლით.

ბალონის მხარზე გადებით გადატანა სასტიკად აკრძალულია.

ბალონის დატვირთვა და გადმოტვირთვა უნდა მოხდეს ფრთხილად , ყოველგვარი დარტყმებისა, ბიძგების და ვარდნის გარეშე.

აკრძალულია ბალონის აწევა ხუფის გამოყენებით.