ჩვენი ისტორია

კომპანია მედპროჯექტი 2011 წელს დაარსდა, ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამედიცინო ჟანგბადის წარმოება/მიწოდება სამედიცინო დაწესებულებებისთვის .
მთელი ქვეყნის მასშტაბით ვემსახურებით,  არსებული კლინიკების 45%-ს  მეტი ოპერატიულობისთვის 4 საკვანძო ქალაქში არსებული ფილიალიდან.
 
მედპროჯექტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. მუდამ ვახორციელებთ შიდა ტრენინგებს პერსონალის უწყვეტი განვითარებისთვის, საკუთარივე ტრენინგ ცენტრში.
 
ჩვენი სატელეფონო მომსახურების ცენტრი 24 საათიან უფასო სატელეფონო მომსახურებას და ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს ნებისმიერ რეგიონში.
 
ვფიქრობთ რომ ჩვენ სფეროში მთავარია სისწრაფე და ხარისხი, რომელსაც ვთვლით რომ „მედ პროჯექტი“ წარმატებით ართმევს თავს.
 
სულ ცოტა ხანია, რაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჟანგბადის პროდუქტის ახალი, სამომხმარებლო ხაზი. ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში არსებულ მეტნაკლებად საგანგაშო ეკოლოგიურ მდგომარეობას, გაზრდილი კარდიოლოგიური დაავადებების რიცხვს, ფილტვის ანომალიებს ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში, გთავაზობთ ახალ ინოვაციურ პირადი მოხმარების ჟანგბადს, ბრენდის ქვეშ - ოქსი. 



სამართლებრივი , იურიდიული მდგომარეობა